უნივერსიტეტში გრძელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის აღნიშვნა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

25 მაისს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა ფსიქოლოგ ანა მიქიაშვილს, რომელმაც საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია “ბალანსის მოდელი პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

ანა მიქიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და ასევე, აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი.

Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY Psychological Counselling Centers For Students E-PSY“ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში მიმდინარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული დაიხურება 29 მაისს დაგეგმილი ღონისძიებით. უნივერსიტეტი უმასპინძლებს ლინდა ჯიქიას ნახატების გამოფენას და გაიმართება სალონური საუბრები თემაზე „როგორ განვავითაროთ შემოქმედებითი აზროვნება“.

დასწრება თავისუფალია.

         349181316_3587879904828122_4078907007760824585_n.jpg 347577355_3430838830516877_1470461430199530428_n.jpg