უნივერსიტეტი Erasmus+ის უმსხვილესი, ინოვაციური ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტის პარტნიორი გახდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ის უმსხვილესი, ინოვაციური ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტის პარტნიორი გახდა.

საუნივერსიტეტო საზოგადოებას ვულოცავთ ევროკომისიის მიერ უმსხვილესი საერთაშორისო პროექტის RE-DIRECTION “Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations” (ERASMUS-EDU-2023-CBHE) დაფინანსებას, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია. კონსორციუმი შედგება საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის 15 პარტნიორი დაწესებულებისგან.

პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.