ჩვენ შესახებ

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.

განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და განყოფილების დებულებით.

განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

განყოფილების ძირითადი საქმიანობის სფეროა პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და რეალიზაცია.

განყოფილების ფუნქციები ითვალისწინებს ყველა კატეგორიის პერსონალის ვაკანსიაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე  გადაყვანისა და განთავისუფლებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და წარდგენას რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის, პერსონალის პირადი საქმეების წარმოებას, მოწესრიგებას,შენახვას დადგენილი წესის შესაბამისად