საფინანსო სამსახური

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • სასწავლო უნივერსიტეტის სისტემაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე სისტემის ფინანსური მდგომარების კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;
  • საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
  • სამუშაოს მოცულობის შესაბამისად ადმინისტრაციული, აკადემიური, დამხმარე და სხვა ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის პროექტის განსაზღვრა;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცებასა და შესრულების საერთო პრინციპებს, საბიუჯეტო უფლებამოსილებათა გამიჯვნა- განაწილების ფორმებს;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარსადგენად წარმომადგენლობით საბჭოზე დასამტკიცებლად;
  • საჭიროებიდან გამომდინარე კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
  • საბიუჯეტო მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი;
  • საგადასახადო კანონმდებლობით გასაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
  • ანგარიშსწორების უზრუნველყოფა კანონის შესაბამისად ხაზინასთან, საგადასახადო და სხვა ორგანიზაციებთან;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სათანადო წერილების, ბრძანების პროექტების მომზადება;
  • საფინანსო სამსახურის ჩართულობა მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვაში გაწეული ხარჯებისა და მათი გამომწვევი ძირითადი წყაროების ადეკვატურობის/ შესაბამისობის განსაზღვრა;
  • საბიუჯეტო დანახარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრული ხარჯების ზღვრული ოდენობის ფარგლებში შენარჩუნება. აღნიშნული ხარჯების ზღვრული ოდენობის დაუცველობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან შესაბამისი ნებართვის მიღება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის აქტივების დაცულობისა და პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • ხარჯებისა და შემოსავლების, ყოველდღიური კოტროლი;
  • გაცემული ხელფასებისა და თანამშრომელთა რაოდენობის შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის ფორმირების/შესრულების ანალიზის მიზნით;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობა;
  • დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროული მომზადება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;