სასწავლო – სამეცნიერო სამსახური წარმოადგენს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
სამსახური ახორციელებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების კოორდინირებასა და მონიტორინგს. უნივერსიტეტში მოქმედი სახელობო, პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სრულად რეალიზაციისათვის ახორციელებს ყველა შესაძლო ღონისძიებას. ხელმღვანელობს სამეცნიერო კრებულების, ცალკეული პუბლიკაციებისა და კონფერენციების ორგანიზებასა და მაღალეფექტურად ჩატარებას, ხელს უწყობს აქტიური სტუდენტების წარმოჩენასა და წახალისებას, მათ სრულად ჩართვას საუნივერსიტეტო და სხვა სახის ღონისძიებებში.
სამსახური გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რექტორის წინაშე.