შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივრესიტეტმა 2021 წლის 3 სექტემბერს მოიპოვა უფლება დამატებით განახორციელოს ,,რეგიონული ტურის მეგზურის (ქართულენოვანი)“ პროფესიული მომზადების პროგრამა!!!

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ტურიზმის სფეროში. პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა, კვირეული დატვირთვა 12 საათი, სულ 120 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ნაწილობრივ ჩატარდება სასწავლო უნივერსიტეტის თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიაში (A/Bსივრცე), ხოლო პრაქტიკული კომპონენტის ნაწილი განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული ობიექტების ბაზაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ თავად შექმნან და მართონ ახალი, რეგიონულ სპეციფიკაზე მორგებული ტურისტული პროდუქტები და დასაქმდნენ მეგზურის პოზიციაზე რეგიონის მასშტაბით, ასევე, ჩაერთონ საოჯახო სასტუმროების მომსახურების გაუმჯობესების საქმეში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

პროფესიული მომზადების პროგრამა არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.