უნივერსიტეტი 2022 წლის 12 იანვრიდან აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  12 იანვრიდან აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად                       

  1. ოფისის კოორდინატორი - 1 საშტატო ერთეული .

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.   

  კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

  1. განათლება (ხარისხი, მიმართულება) - დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტი;
  2. სამუშაო გამოცდილება - არ არის სავალდებულო
  3. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილი.
  4. უცხო ენების ცოდნა - სავალდებულოა ინგლისურის ენის ცოდნა.
  5. საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint;
  6. სასურველი მოთხოვნები -  ინფორმაციის  დამუშავების და ანალიზის უნარი; დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; კომპლექსური აზროვნების უნარი; ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;   ტრეინინგებისა  და შეხვედრების წარმართვის უნარი; გუნდში მუშაობის უნარი; სასურველია  კანდიდანტს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსებში.

ოფისის კოორდინატორი ფუნქცია-მოვალეობები (ვაკანსიის მოთხოვნა):

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტისთვის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;   

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან  დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების  გადაჭრაში დახმარება.

სხვა ეროვნული, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო ფონდების საგრანტო კონკურსების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევა.

ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრეინინგების მომზადება და ჩატარება.

საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს/სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2022 წლის 13 იანვრიდან    2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).         კონკურსი ჩატარდება 2022 წლის  8 თებერვალს (გასაუბრება) .