16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში,უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

8 დეკემბერს, 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა. შეხვედრა გახსნა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა. ასევე, სტუდენტებს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრენინგსა და პრეზენტაციას.

პარლამენტის მოწვეული ტრენერის ელენე ბერიაშვილის ტრენინგი თემაზე "ბრძოლა თანასწორობისთვის", და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორპსის (Mercy Corps) წარმომადგენლების ლელა მირცხულავას და ნინო ჩუბინიძის პრეზენტაცია თემაზე "ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობა გენდერული ნიშნით".

                            409496576_699670022144379_2411482425194852696_n_0.jpg 409499466_699670205477694_366192921945982189_n.jpg 

                     409898323_699670125477702_8596532167087913214_n.jpg 409477647_699670218811026_4465790489051082329_n.jpg