დისკუსია აკადემიურ პერსონალთან ზუგდიდის გასტრონომიის მუზეომის ფონდის შექმნის შესახებ

მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კულტურის პოლიტიკის ექსპერტი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინო სანადირაძე მიმდინარე წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გამართავს დისკუსიას. დისკუსია შეეხება უნივერსიტეტის ბაზაზე ინტერდისციპლინური მიმართულებით მიმდინარე გამოყენებით კვლევებს, რომელიც ხორციელდება ზუგდიდის გასტრონომიის მუზეუმის ფონდის შექმნის მიზნით.

პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.