მიმდინარეობს საიტის განახლება
28.03.2023 ,,ფუტსალის წესებით“ უნივერსიტეტში თამაშის პირველი ეტაპი ჩატარდა

მიმდინარე წლის 28 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას 13 გუნდი მიიღებს. ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდება 4 აპრილს.

 

 

20.03.2023 უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მიმდინარე წლის 20 მარტს ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი . მონაწილეებმა წარმოადგინეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, დაკითხეს მოწმეები პირდაპირი და ჯვარედინი წესით.

18.03.2023 შემაჯამებელი ღონისძიება UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

2023 წლის 17 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის  „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

04.03.2023 სამუშაო შეხვედრები გერმანიაში ევროპულ კვლევებზე მომუშავე აკადემიური პერსონალის პროგრამის ფარგლებში

მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები სხვა რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ გერმანიაში (ბერლინი, ბონი).

03.03.2023 საინფორმაციო შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში..

მიმდინარე წლის 2 მარტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმის თანაორგანიზატორების მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.

25.02.2023 ვორქშოფი აკადემიური პერსონალისთვის..

24 თებერვალს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი აკადემიური პერსონალისთვის.

24.02.2023 მართლმსაჯულების სახლი / House Of Justice

აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 24 თებერვალს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მე-3 ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა დიპლომატ თედო ჯაფარიძის და ბ-ნ მალხაზ კაკაბაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ფიქრები მომავალზე, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების

23.02.2023 პროფესიული მომზადების პროგრამა „პრაქტიკული ბუღალტერია“

2023 წლის 30 იანვრიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრში მე-4 (მეოთხე) კვირაა წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების პროგრამა „პრაქტიკული ბუღალტერია“ შესაბამისი პედაგოგიური და დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალის მიერ.

23.02.2023 პროფესორ ეკა ბესელიას და კომუნიკაციის ექსპერტის, დოდო შონავას ერთობლივი პრაქტიკული სავარჯიშო-"უნივერსიტეტში

აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 23 თებერვალს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მე-3 ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა პროფესორ ეკა ბესელიას და კომუნიკაციის ექსპერტის, დოდო შონავას ერთობლივი პრაქტიკული სავარჯიშო-"როგორ წარვადგინოთ დასკვნითი სიტყვა".

20.02.2023 უნივერსიტეტს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი კურტ შარი ეწვივნენ.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი კურტ შარი ეწვივნენ. რექტორთან გამართული შეხვედრისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების განხილვის შემდეგ, პროფესორმა კურტ შარმა სტუდენტთათვის ლექცია ჩაატარა ტურიზმის თემაზე.

 

Pages