შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 11 ოქტომბერს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საინფორმაციო ლექცია ჩატარდება...

მიმდინარეობს საიტის განახლება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის პროფესორ, ნიკოლაი კოვალევთან თანამშრომლობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საინფორმაციო ლექცია/დისკუსიებს ატარებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები. 2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქში-ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საქართველოში აქამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებული სისტემის მუშაობის პრინციპებსა და წესებზე.

ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ლექცია ჩატარდება: 11 ოქტომბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ( ჯანაშიას ქუჩა 14, 113-ე აუდიტორია, პირველი სართული)