სტუდენტთა საყურადღებოდ!..

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაცნობებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წელი ზსსუ-ში დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში.

პირველკურსელ სტუდენტთა რეგისტრაცია განხორციელდება როგორც დისტანციურ , ასევე არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში ეტაპობრივად.  თითეულ პირველკურსელს  ინდივიდუალურად მიეწოდება ინფორმაცია  უნივერსიტეტში გამოცხადების განრიგის (რიცხვისა და დროის) შესახებ.

დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულოა 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება და კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების დაცვა.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე:

568876585

574160466

595 09 72 09