მორიგი საინფორმაციო დღე კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” ფარგლებში..

მიმდინარეობს საიტის განახლება

2023 წლის 28 აპრილს, კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ჩართულობით, მორიგი საინფორმაციო დღე გაიმართა.

განხილულ იქნა ჰორიზონტი ევროპის მეორე სვეტის V და VI კლასტერების 2023-2024 წლის კონკურსები და ასევე, საგრანტო ხელშეკრულების ზოგადი მოდელის ფინანსური და სამართლებრივი საკითხები.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული "ჰორიზონტი ევროპის" საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა და ჩარჩო პროგრამის მეორე სვეტის V და VI კლასტერის კონკურსებით დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა.

    343732371_605258917975102_1961451457479785418_n.jpg343732593_1254998988743434_5766360195362371577_n (1).jpg343741046_588992692991667_3807420728819258165_n.jpg

    343922812_173081688654170_247422271586623924_n.jpg343923414_1295943594686642_4463412891805141208_n.jpg343051650_919673355925393_3214820440712900756_n.jpg