,,გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამის" ფარგლებში სოციალური სტიპენდიით ისარგებლებს მიზნობრივი ჯგუფი.

მიმდინარეობს საიტის განახლება

,,გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამის" ფარგლებში 2023 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში სოციალური სტიპენდიით ისარგებლებს მიზნობრივი ჯგუფი - სტუდენტები, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სწავლობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ უნივერსიტეტებში - სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.