უნივერსიტეტმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

15-16 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

ზუგდიდის უნივერსიტეტში არსებულ “ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო ოფისში შეხვედრები გაიმართა როგორც აკადემიურ, ისე სამთავრობო/არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა და ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს მნიშვნელოვანი და ამომწურავი ინფორმაცია “ჰორიზონტი ევროპის” შესახებ, განიხილეს კონკურსები და დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა შესაძლებლობები. უნივერსიტეტის რექტორმა, თეონა ხუფენიამ ისაუბრა, უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში “ჰორიზონტი ევროპა” ჩართვის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე, კვლევების კომერციალიზაციაზე, საპარტნიორო თანამშრომლობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ,,ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ინასარიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს მამუკა წოწერიას და მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავას პროგრამის მიზნები და სხვადასხვა კლასტერული მიმართულებები დეტალურად გააცნო. განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლო გზები. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის პროექტის NETZEROCITIES მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადის წარდგენას გეგმავს, რომლის მთავარი მიზანი კლიმატ-ნეიტრალურობისკენ ერთობლივი ძალისხმევების ინიცირებაა.

ორდღიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, დაიგეგმა შემდგომი საკონსულტაციო შეხვედრა. “ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისი და ზუგდიდის უნივერსიტეტის საგრანტო ოფისი გამოხატავენ მზაობას პროგრამით დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

           354472694_4254698138087700_710761977583281299_n.jpg 355196486_1734727526981831_6064745059726974538_n.jpg

           355192290_1394985884400646_6235039005275006526_n.jpg 352216028_1318685192335980_2589483954693716633_n.jpg

           355230011_990625405452309_8998072281671467097_n.jpg 355023688_610346631076719_1132843972063133820_n.jpg