უნივერსიტეტი 2023 წლის 23 მაისიდან აცხადებს კონკურსს ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2023 წლის   23 მაისიდან  აცხადებს კონკურსს ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

1. ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტი -ზუგდიდს ბაზა -1 საშტატო ერთეული).

2. ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტი სენაკის ბაზა- 1 საშტატო ერთეული.

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.  2. გასაუბრება.   

არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შრომითი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. ორი ფოტოსურათი.

7. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ

8. ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ

კონკურსანტთა საბუთები მიიღება

ა) ზუგდიდის ბაზა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2023 წლის   26 ივნისიდან  5 ივლისის  ჩათვლით  17:30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

სენაკის ბაზა  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (მისამართზე-სენაკი, მშვიდობის ქ N92),  2023 წლის   26 ივნისიდან 5 ივლისის  ჩათვლით  17:30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება:

ა) ზუგდიდის ბაზა 2023 წლის  10 ივლისს (საბუთების განხილვა),  12 ივლისს (გასაუბრება).    

ბ)  სენაკის  ბაზა  2023 წლის  11 ივლისს (საბუთების განხილვა),  13 ივლისს (გასაუბრება).    

სასწავლო პროცესის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობა, უფლება მოვალეობანი:

სასწავლო პროცესის ასისტენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტ(ებ)ის/მსმენელ(ებ)ისთვის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის განხორციელების დროს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:  აკადემიური უმაღლესი განათლება, სასურველია ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებების,  ფილოლოგიის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობის   ერთწლიანი სამუშაო  გამოცდილება.

უნდა იცნობდეს:

  • საქართველოს კანონს ,,პროფესიული განათლების შესახებ“
  •  ავტორიზაციის დებულებას
  •   ინკლუზიური პროფესიული განათლების ძირითად პრინციპებს
  • სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას;
  • შინაგანაწესს;
  • სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;
  • სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

აუცილებელია!

  •  კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგად  ცოდნა.
  • დასაქმების მომენტისთვის არ უნდა იყოს დაკავებული სრული განრიგით სხვა დაწესებულებაში.

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დამატებითი მახასიათებელი :

  • გუნდური მუშაობის უნარი
  •  პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა
  •   სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • შრომისმოყვარეობა, დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
  • დისციპლინირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

            სამუშაო აღწერილობები:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის პროფესიული ორიენტაციის უზრუნველყოფის და პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესში მონაწილება;
  • პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასებისა და დოკუმენტაციის წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობაზე დაკვირვება სასწავლო პროცესის ასევე, საწარმოო პრაქტიკის დროს და დაკვირვების მონაცემების დოკუმენტირება/ ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში სასწავლო და სამუშაო მასალის ადაპტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასწავლო და თვით-მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
  • ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან თანამშრომლობით, სასწავლო უნივერსიტეტის და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის/პარტნიორი კომპანიის გარემოს შეფასება და საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად გეგმის/რეკომენდაციების შემუშავება.
  • კომპლექსური ადაპტაციები საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტის   ადმინისტრაციის წინაშე რეკომენდაციების წარდგენა;
  •   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთან მუშაობა სწავლასთან და დამოუკიდებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერების მიზნით.
  • საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო/პრაქტიკის პროცესთან და ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აქტივობების დროს;
  • თანამშრომლობა სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდების წევრებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში;
  •  თანამშრომლობა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სხვა სპეციალისტებთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ოჯახის წევრებთან და მოქმედება გუნდური მიდგომით;
  •  სასწავლო უნივერსიტეტის  სხვა სპეციალისტებთან ერთად დაგეგმვა და მონაწილეობა ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციის და სასწავლო უნივერსიტეტის /პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციაში/პარტნიორ კომპანიაში ინკლუზიური კულტურის დანერგვის პროცესში;
  •  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის დასაქმების მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობა (სტუდენტის ადვოკატირება, პოტენციური დასაქმების გარემოს შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, კონსულტირება და სხვა);
  •  მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაგეგმილ პროფესიული განვითარების ტრენინგებში/სამუშაო შეხვედრებში და ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ აქტივობებში/ღონისძიებებში.
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის წინაშე II და IV კვარტალებში წერილობით;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ზეპირად) წარდგენა პროფესიული განათლების ცენტრის (ზუგდიდი/სენაკი) უფროსის წინაშე  სსსმ/შშმ პირთა სწავლებასთან დაკავშირებით მინიმუმ თვეში ერთხელ;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ზეპირად) წარდგენა ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან სსსმ/შშმ პირთა სწავლებასთან დაკავშირებით მინიმუმ კვირაში ერთხელ.
  • მშობლებისა და მეურვეებისაგან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/გაცემა;
  •  შრომითი ორგანიზაციებიდან პირის დასაქმების შესაძლებლობისა და სამუშაო გარემოს შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა;

სასწავლო პროცესის ასისტენს აქვს უფლება

  • მოითხოვოს მხარდაჭერა მუშაობისათვის და სამუშაო პირობების შექმნა დავალებული მოვალეობის ეფექტურად შესრულებისათვის.
  • ფორს-მაჟორულ სიტუაციაში იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში (მათ შორის, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტის მეცადინეობიდან გამოყვანა).