პროფესიული უნარების განვითარება საჯარო სკოლებში“ ფარგლებში უნივერსიტეტმა განახორციელა სასერტიფიკატო კურსი „კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა“.

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით პროექტის “#პროფესიული უნარების განვითარება საჯარო სკოლებში“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ჩხოროწყუს, წალენჯიხის, აბაშის, მარტვილის საჯარო სკოლებში განახორციელა სასერტიფიკატო #კურსი „კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა“.

კურსის გავლის შემდეგ რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლები ეწვივნენ უნივერსიტეტს და კარიერის განვითარების ცენტრის პროგრამის #უნიტური ფარგლებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და არსებულ სერვისებზე ინფორმაცია მიიღეს და დაათვალიერეს კამპუსი.