ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორ ორგანიზაციასთან ()იპქრიეითივ სპარკთანამშრომლობით, ევროკავშირის EU4Culture პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, გამოცხადდა ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მოღვაწე ხელოვანთა და სახელოვნებო სექტორში მოღვაწე პროფესიონალების მობილობას, პროფესიულ განვითარებასა და მათი წარმოებული პროდუქტის ინტერნაციონალიზაციას.

კონკურსი ითვალისწინებს სამი ძირითადი მიმართულების ხელშეწყობას:

პროფესიული განვითარება - პროფესიული განვითარების მიზნით, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა: კონფერენციები, სემინარები, აქსელერატორები, ინკუბატორები, რეზიდენციები და სხვა, გარდა განათლების სასწავლო პროგრამებისა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა;

პროდუქტის ინტერნაციონალიზაცია - შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგში მეწარმეების საერთაშორისო ბაზრობებში, გამოფენებში, კონკურსებსა და შოუ-ქეისებში მონაწილეობა და სხვა;

საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა - ხელოვანების და სექტორის პროფესიონალების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და გასტროლები, გარდა კერძო მოწვევებისა.

კონკურსის ფარგლებში შემდეგი ხარჯების მოთხოვნა არის შესაძლებელი: 1) მგზავრობის; 2) განთავსებისა და 3) ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების.

მობილობა ცხადდება ღია კონკურსის სახით მობილობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ამოწურვამდე;

განსახილველ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია, ყოველი თვის 1-15 რიცხვების პერიოდში;

დამატებითი იფორმაცია და საკონკურსო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/jrchzj