მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე მიმდინარე წლის 27 მარტიდან, სტუდენტებისათვის, ახალგაზრდებისათვის და შემოქმედებით სექტორში მოღვაწე პირთათვის გაიმართება საგანმანათლებლო კურსი- „მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“. კურსს წარუძღვება ელინა გედენიძე, კულტურის პოლიტიკის ექსპერტი.

გადადით მოცემულ ბმულზე https://forms.gle/CHXv4py91HPhPPUe6

გაიარეთ #რეგისტრაცია 26 მარტის ჩათვლით!

ტრენინგ-სემინარები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. სასწავლო კურსის გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.