დაიწყო #რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაზე "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა".
მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს აგრარული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
პროგრამა შემუშავებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის - USDA მიერ დაფინანსებული პროექტის“ საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაუმჯობესება“ (SPS Capacity Building in Georgia) ფარგლებში და ეყრდნობა კალიფორნიის, ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ ონლაინ სასწავლო კურსს „მავნებელთა ინტეგრირებული მართვა“ (IPM). გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს შეისწავლონ მავნებელთა ინტეგრირებული მართვის არსი, მათი მონიტორინგისა და ნიმუშების აღების მეთოდები და ტექნიკა, მავნებელთა კონტროლის ისეთი სახეები, როგორიცაა მარეგულირებელი, კულტურული. მექანიკური, ბიოლოგიური და ქიმიური კონტროლი;
სწავლის ხანგრძლივობა - 10 კვირა.
სწავლა იწყება 13 ოქტომბერს.
#პროფესიული გადამზადების პროგრამებზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პორტალზე: www.vet.emis.ge
რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რეგისტრაციის პროცესში დახმარებისთვის, დაგვიკავშირდით:
(+995) 568952244
Меньше