უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ ორგანიზაცია კოლეჯ “ლაკადაში” გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, პერსონალურ კონსულტაციებს, ვორქშოფებს.
24. 25 სექტემბერს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის და (GIZ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზებით უნივერსიტეტსა და მის პარტნიორ ორგანიზაცია კოლეჯ “ლაკადაში” გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, პერსონალურ კონსულტაციებს, ვორქშოფებს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირებას რეგიონის წამყვან დამსაქმებლებთან. დასაქმების მსურველები გაეცნენ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე გაესაუბრნენ დამსაქმებლებს და შეავსეს სააპლიკაციო ფორმები.
წარმოდგენილი ორგანიზაციები: ლაზიკა კაპიტალი; ლეთო - Leto Boutique Hotel Zugdidi; მაკდონალდსი - McDonald's ; ბიგ დეი; Iberia Palace - იბერია პალასი; ევროჰაუსი 2020; დასაქმების ხელშეწყობა სამეგრელოში - რესტარტი; ავერსი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინიციატივა ხორციელდება პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ (BMZ), და ხორციელდრბა GIZ-ის მიერ.