უნივერსიტეტი 2025 წლის 06 ნოემბრიდან  აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის 06 ნოემბრიდან  აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  1. ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“, ,,საჯარო მმართველობის“, ,,ბიზნესის ადმინისტრირების“  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ა) ასოცირებული  პროფესორი (აფილირებული) -  1 საშტატო ერთეული.

  1. ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ასისტენტ პროფესორი  -  1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.

 აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ასოცირებული  პროფესორის/ /ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14,),  2025 წლის  08 დეკემბრიდან 15 დეკემბრის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 17 დეკემბერს (საბუთების განხილვა), 18 დეკემბერს  (გასაუბრება/პრეზენტაცია).