გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების საყურადღებოდ!..
მიმდინარეობს საიტის განახლება
განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე განაცხადების წარდგენის ვადები. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განცხადებები მიიღება ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2025 წლის 10 ნოემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

