NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად. დიუსელდორფი, გერმანია

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთ “ჰორიზონტი ევროპას” საქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).
საშუამავლო ღონისძიება – Successful R&I in Europe 2026.
ეს ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია Horizon Europe-ის ფარგლებში ახალი კვლევითი და ინოვაციური (R&I) პარტნიორების მოძიებით, საკუთარი იდეების პრეზენტაციითა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ ქსელებში ჩართვით.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კომპანიებს, მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs). მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ არსებულ და ახალ ტექნოლოგიურ ქსელებში, რომლებიც აერთიანებს მკვლევრებს, მეწარმეებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს Horizon Europe-ის ფარგლებში.

ღონისძიება მოიცავს პარალელურ ვორქშოპებს, რომლებიც ფოკუსირებულია შემდეგ თემატიკაზე:

  • Cluster 1: Health
  • Cluster 2: Creative Industries
  • Cluster 3: Civil Security for Society
  • Cluster 4: Digital Technologies
  • Cluster 4: Industrial Technologies
  • Cluster 5: Energy
  • Cluster 5: Mobility
  • Cluster 6: Food, Bioeconomy, Natural Ressources, Agriculture and Environment

ლოკაცია: Van der Valk Airporthotel, დიუსელდორფი, გერმანია
თარიღი: 19–20 თებერვალი, 2026
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 თებერვალი, 2026
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://horizont.zenit.de/.../successful-r-i-in-europe-2026/ 

რეგისტრაციის ბმული: https://express.converia.de/frontend/index.php?sub=1957 

მოცემულ ბმულზე სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა შეგიძლიათ. გადადით საქართველოს გვერდზე: https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/