NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ ღონისძიებებზე დასასწრებად. ცია: კარლსრუე, გერმანია

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთ “ჰორიზონტი ევროპას” საქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).

საშუამავლო ღონისძიება - KETs 2026

ეს ღონისძიება შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია მე-2 სვეტის მე-4, მე-5 და მე-6 კლასტერების თემებით, მათ შორის ინდუსტრიით, წარმოებით, მასალებით, ციფრული ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით, რობოტიკით, ბატარეებითა და წყალბადით, და სურს ამ მიმართულებით განაცხადის გაკეთება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? - მცირე და საშუალო მეწარმეებს, მწარმოებლებს, მკვლევრებს, უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებს, საქალაქო და საჯარო მოხელეებს.

ღონისძიების თარიღი: 2026 წლის 5 თებერვალი

მონაწილეობის მიღება უფასოა, თუმცა სავალდებულოა რეგისტრაცია, რადგან დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ლოკაცია: კარლსრუე, გერმანია

დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://www.b2match.com/e/kets-2026 

მოცემულ ბმულზე სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა შეგიძლიათ. გადადით საქართველოს გვერდზე: https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/