NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად. ბრიუსელი, ბელგია
მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთ “ჰორიზონტი ევროპას” საქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).
საშუამავლო ღონისძიება - CARE4BIO
ეს ღონისძიება შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი იდეების პრეზენტაციით, რომლებიც დაკავშირებულია მე-2 სვეტის მე-6 კლასტერის თემებთან.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? - უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს, კერძო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს, ასოციაციებს/ფედერაციებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლასტერებს, კვლევასა და განვითარებაში დაინტერესებულ მხარეებს.
ღონისძიების თარიღი: 2026 წლის 21 იანვარი, რეგისტრაცია 11 იანვრამდეა შესაძლებელი
ლოკაცია: Albert Borschette Congress Center, ბრიუსელი, ბელგია
დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://www.b2match.com/e/care4bio-2026
მოცემულ ბმულზე სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა შეგიძლიათ. გადადით საქართველოს გვერდზე: https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/

