ფარმაციის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით ფარმაცევტულ საწარმო „ავერსს“ ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოსთან ინტეგრირება და თანამედროვე ფარმაცევტული წარმოების სტანდარტების გაცნობა. სტუდენტებმა დაათვალიერეს ქარხნის ტექნოლოგიური ხაზები, გაეცნენ მედიკამენტების წარმოების ციკლს, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და ლაბორატორიულ პროცესებს. სასწავლო ვიზიტმა ხელი შეუწყო სტუდენტების პროფესიული კომპეტენციის ამაღლებას. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რეალურ სამუშაო გარემოში ეხილათ ის პროცესები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში თეორიულად შეისწავლეს. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება გადამწყვეტ როლს ასრულებს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და მათი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 20.01. 2026




