40-საათიანი არაფორმალური კურსი „ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი“
მიმდინარეობს საიტის განახლება
23 თებერვალს დაიწყო 40-საათიანი არაფორმალური კურსი „ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი“ მეორე მიღებისთვის. კურსი გაგრძელდება 25 აპრილამდე და ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სწავლობენ თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს, კონტენტის შექმნასა და საკუთარი ონლაინ ბრენდის განვითარებას.კურსი ორგანიზებულია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით.

