უნივერსიტეტში ,,XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ფარგლებში შედგა შეხვედრა
5 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ფარგლებში შედგა შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან მალხაზ მაცაბერიძესთან და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორთან, თსუ მოწვეულ ლექტორთან თამარ ორჯონიკიძესთან. ზოგადად, აფხაზეთთან დაკავშირებული თემატიკა სტუდენტთა დიდ ინტერესს იწვევს,
ხსენებული შეხვედრაც აქტიურობით გამორჩეული იყო. თემატურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, პროექტის დამხმარეებმა ზაალ ქორთუამ და მალხაზ გოგუამ. მათ დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს საინტერესო ცნობები XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ.

