უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში გამართულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში გამართულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტმა.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ხორვატიის წამყვან ინსტიტუციებში:
ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო (MZOM);
მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტო (AZVO);
ხორვატიის აკადემიური და კვლევითი ქსელი (CARNET);
უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი (SRCE)
ტრენინგი შეეხებოდა თემებს:
ციფრული კომუნიკაცია უმაღლეს განათლებაში: ბრენდინგი, არხები და ხელმისაწვდომობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტრანსფორმაცია: ჰიბრიდული და სრულად ონლაინ მოდელები; ალგებრა ბერნაისის სტუდენტთა საინფორმაციო სისტემა (InfoEduka); ონლაინ პრაქტიკა უმაღლეს განათლებაში და სწავლების მართვის სისტემები (LMS); მიკროკრედიტები - ევროპული პერსპექტივა; საუკეთესო პრაქტიკა ციფრულ განათლებაში: მასწავლებლის პერსპექტივა.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.
representatives from Shota Meskhia Zugdidi State University participated in a study visit held in Zagreb, the capital of Croatia. The visit took place within the framework of the Erasmus+ institutional development project PRODIGE – 'PROmoting high-quality DIGital Education in Georgia'. The Georgian delegation was hosted by Algebra Bernays University.
Within the framework of the visit, working meetings were held at Croatia's leading institutions:
Croatian Academic and Research Network (CARNET);
Agency for Science and Higher Education (AZVO);
Ministry of Science and Education (MZOM);
University Computing Centre (SRCE).
The training covered the following topics:
Digital Communication in Higher Education: Branding, Channels, and Accessibility; Transforming Higher Education Institutions to Digital: Hybrid and Fully Online Models; Algebra Bernays Student Information System (InfoEduka); Online Practices in Higher Education and Learning
The PRODIGE project is a three-year structural reform initiative aimed at facilitating the implementation of high-quality digital education (DE) in Georgia.
The project is supported by the Estonian Quality and International Accreditation Agency and a network of universities. It involves the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the National Center for Educational Quality Enhancement, ten Georgian higher education institutions, and partner educational institutions from Belgium, Estonia, Spain, and Croatia. The project is coordinated by EFMD.




