აფხაზეთიდან დევნილი III . IV კურსის სტუდენტებისთვისაცხადებს პროექტს „სამართლის კვირეული 2026“

მიმდინარეობს საიტის განახლება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო პროექტში „სამართლის კვირეული 2026“ მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს.
 პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის გამოყენების ხელშეწყობა პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

პროექტის თარიღები: 19–25 სექტემბერი.

 ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სასტუმრო „West Inn Georgia“.

 პროექტის ფარგლებში სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.

 ვის შეუძლია მონაწილეობა?

 პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის III–IV კურსის 25 სტუდენტს, რომლებიც არიან აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე ან ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და/ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრ კანდიდატებს.

 პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია სამოტივაციო წერილის გამოგზავნა.

 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Cd4coxZuqqi9y5QaA

 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 სექტემბერი, 23:59 საათი.

 არასწორად ან არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება.

 დამატებითი ინფორმაცია:
ცხელი ხაზი: 143