მეორადი ჩარიცხვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა დაიწყო

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეიდან, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბერის 18:00 საათამდე, მეორადი ჩარიცხვის მიზნით, აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს https://online.naec.ge/defonline/, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.