2026 წლის 16-20 ნოემბერს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში (ვარშავა, პოზნანი, კრაკოვი).

მიმდინარეობს საიტის განახლება

ვიზიტის მიზანი იყო პოლონურ-ქართული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. |სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი ინტერდისპლინური კვლევები, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციები, ზამთრისა და შემოდგომის სკოლები.|

 ორშაბათი, 16 ნოემბერი - ვარშავა.

შეხვედრა პოლონეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში.

Polish Great Project Foundation“ ფონდში დისკუსია: თემაზე: საქართველო და პოლონეთი – თანამშრომლობის პერსპექტივები“.

სამშაბათი, 17 ნოემბერი - ვარშავა.

შეხვედრა ვარშავის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანთან.

შეხვედრა პოლონეთის Sejm RP პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ კომიტეტის დეპუტატთა ჯგუფთან.

პროფესორ მამუკა ბერიაშვილის ლექცია დემოკრატიის თემაზე.

 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი - პოზნანი.

ვიზიტი ზიგმუნტ ვოიცეხოვსკის სახელობის დასავლეთის ინსტიტუტში - ლექცია და დისკუსია თანამედროვე ევროპაში პოლონეთისა და გერმანიის როლის შესახებ.

შეხვედრა პოზნანის მეცნიერებათა მეგობრების საზოგადოებაში.

 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი - პოზნანი.

 ვიზიტი განათლებისა და თერაპიის უმაღლეს სკოლაში. Kazimiera Milanowska College of Education and Therapy.

 შეხვედრა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანთან.

 პარასკევი, 20 ნოემბერი - კრაკოვი.

 შეხვედრა იგნატიანუმის უნივერსიტეტის პრორექტორთან და დეკანებთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში (Ignatianum University).

შეხვედრა იაგელონიის უნივერსიტეტის (UJ) დეკანის მოადგილესთან ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების საკითხში.

   915499586_1465974802180560_8891744281964485395_n.jpg 922304723_1465974928847214_909291696681312904_n.jpg 917345914_1465975002180540_785772864629864104_n.jpg

   916992902_1465975022180538_9099242296160638154_n.jpg 914971455_1465974895513884_4767330643342099454_n.jpg 915553209_1465974888847218_636894413891378339_n.jpg