ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის წარმომადგენელთა ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მ/წლის 24 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ ჟან მონეს ცენტრის ეგიდით, ,,ევროკავშირი 101--მოდულური სასწავლო კურსის“ ფარგლებში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: ,,1918 წლის 26 მაისი და საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი“.
ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის მთავარი მიზანია იმ აუდიტორიის ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც მანამდე ევროკავშირის პოლიტიკის შემსწავლელ პროგრამებზე წვდომა არ ჰქონია.

