ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან ჩართულია ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში RE-DIRECTION  - Redefining higher education in a digital context, while promoting common, inclusive, and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიურობის, ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადობის მოკლევადიანი კურსების პილოტირება  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
ზუგდიდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავდა კურსი “მრავალფეროვნება და მონაწილეობა”, სტუდენტებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ პროექტის LMS პლატფორმაზე და აერჩიათ მათთვის სასურველი კურსები, მათ შორის „ციფრული საინფორმაციო უნარები”, ,,ინკლუზიური კომუნიკაცია ყველასთვის”, ,,მდგრადი განვითარების ხელშეწყობა”, “მრავალფეროვნება და მონაწილეობა”. 

დარეგისტრირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კურსის შინაარსს გასცნობოდნენ როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე, რაც უზრუნველყოფდა სასწავლო მასალის თანაბარ ხელმისაწვდომობას და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.

კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეასრულეს დავალებები, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც თეორიული ცოდნის ათვისების, ისე განსახილველი თემების პრაქტიკული გააზრებისა და ანალიზის ხარისხის შეფასებას. 

მოკლევადიანი სასწავლო კურსების პილოტირების პროცესი მოიცავდა უკუკავშირის ეტაპს, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა შეფასებებისა და რეკომენდაციების ანალიზის საფუძველზე კურსის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და ორგანიზაციული კომპონენტების შემდგომი დახვეწა და განვითარება.

მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ მიერ სასწავლო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებას. 

მოკლევადიანი სასწავლო კურსები ხელს უწყობს პროექტის RE-DIRECTION მიზნების მიღწევას და უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებას ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის ინსტიტუციურ პრაქტიკაში ინტეგრირებით.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

პროექტის ვებ-გვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/